
დღეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები სოჭში მიმდინარეობდა.
პუტინმა და ლუკაშენკომ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
პუტინმა ლუკაშენკოს კიმ ჩენ ინთან გამართული სამიტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც ლუკაშენკომ თქვა, რომ მოსკოვს, მინსკსა და ფხენიანს შეუძლიათ "სამმხრივ თანამშრომლობაზეც" დაფიქრდნენ.
„სასიამოვნო იყო შენი და კიმ ჩენ ინის ნახვა აღმოსავლეთ კოსმოდრომზე. ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ თანამშრომლობაზე ჩვენ სამს შორის – ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.
პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურს უკვე 300 000 ადამიანი უერთდება.
