2023-09-12 18:14:45
უკრაინა პოლონეთის მიერ ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს

უკრაინა პოლონეთის მიერ ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ არ გვაქვს და არ გვქონია პოლონელი ფერმერებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა. ძალიან ვაფასებთ პოლონელი ხალხისა და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას, თუმცა სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს კომპენსაციისთვის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევის გამო“, – წერს დენის შმიგალი.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები