2023-09-12 11:59:10
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა .  

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა  საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ამავე თემაზე