2023-09-12 10:54:15
პანკისის ხეობაში 25 წლის ბიჭი დაჭრეს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. 

ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით, ფეხშია დაჭრილი. ექიმებმა მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა. 

ამავე თემაზე