2023-09-12 10:20:45
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 2 562 ადამიანი.

მაროკოელ მაშველებსა და მოხალისეებს სამაშველო სამუშაოებში დახმარებას უწევენ მაშველები ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 

ამავე თემაზე