2023-09-07 18:38:31
აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში შეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს - ფაშინიანი

აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე დღეა აგროვებს ჯარებს მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ - აცხადებს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. განცხადება მან დღეს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რეგიონი მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ფაშინიანის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანი რამდენიმე დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში არსებულ შეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს.

„აზერბაიჯანი განაგრძობს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას, ჰუმანიტარული სიტუაცია პიკს მიაღწია. ასევე გრძელდება სომხების წინააღმდეგ სიძულვილის რიტორიკა. ნათელია, რომ თავისი ქმედებებით აზერბაიჯანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. 

ამავე თემაზე