2023-09-06 17:42:59
რუსეთის სარაკეტო იერიშს კონსტანტინოვკაში 16 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კონსტანტინოვკაში მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 30-მდე ადამიანია დაშავებული. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 16, მათ შორის, 1 ბავშვია.

რუსეთმა სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრალურ ბაზარზე მიიტანა.

მოსალოდნელია რომ მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. 

მომხდარს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი.   

ამავე თემაზე