
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 6 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 610 სამხედრო, 8 ტანკი და 36 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 266 290;
ტანკი - 4 497;
ჯავშანტექნიკა - 8 682;
საარტილერიო სისტემა - 5 685;
სარაკეტო სისტემა - 748;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 505;
თვითმფრინავები - 315;
ვერტმფრენი - 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 519;
საკრუიზო რაკეტები - 1 447;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 190;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 852.
