2023-07-12 11:03:28
The Hollywood Reporter - ნინო ხარატიშვილის წიგნის, „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

Amusement Park-ი, ოსკაროსანი ფილმის, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პროდიუსერები და The Ink Factory-ი, Emmy-ს მფლობელი „ღამის ადმინისტრატორისა“ და „პატარა დრამერი გოგონას“ პროდიუსერები აერთიანებენ ძალებს ნინო ხარატიშვილის საერთაშორისო ბესტსელერის, „მერვე სიცოცხლის“ სატელევიზიო სერიალად გადასაღებად, - ინფორმაციას The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

სერიალის პროდიუსერები იქნებიან მალტე გრუნერტი, ამელი ფონ კიენლინი და სუზანა კაპიცკი Amusement Park-დან და საიმონ კორნუელი, სტივენ კორნველი და მიქელე ვოლკოფი The Ink Factory-დან და მეგი ბოდენი. სერიალის შოურანერი კი სარა ლამბერტი იქნება. 

ამავე თემაზე