2023-07-10 18:08:29
ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში ჩარლზ III-ს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს უინძორის სასახლეში შეხვდა. არაფორმალური ვიზიტის მიუხედავად, ამერიკის ლიდერს ცერემონიალური დახვედრა მოუწყვეს.

ცნობისთვის, ჩარლზ III-სთვის ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ის მონარქის რანგში შეხვდა.

თეთრი სახლის ლიდერი ლონდონიდან ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც 11-12 ივლისს NATO-ს სამიტს დაესწრება. 

ამავე თემაზე