2023-05-25 18:54:56
ეს ომი დასრულდება, დასრულდება უკრაინის გამარჯვებით - შემდეგ გვექნება საუბარი ყველაფერზე - პაპუაშვილი

ჩვენ, ყველა სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ. ამ სოლიდარობის ფონზე, ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ, მიუღებელია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის მხრიდან მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი უკრაინის მიმართ სოლიდარულია და ამის ფონზე ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები მიუღებელია.

,„ეს ომი დასრულდება, ეს ომი უნდა დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით, მაგრამ ამის შემდეგ გვექნება საუბარი ყველაფერზე, თუ რატომ ექცეოდა ასე ამ კრიზისულ პერიოდში ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი ქართველ ხალხს, რომელიც ამას არ იმსახურებს. ბიძინა ივანიშვილიც ქართველი ხალხის ნაწილი, საქართველოს მოქალაქე გახლავთ. ჩვენ, ყველა სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ. ამ სოლიდარობის ფონზე, ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ, მიუღებელია. ეს ომი დასრულდება, დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ საუბარი გვექნება ამ პოლიტიკოსებთან, რატომ იყვნენ დაკავებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

ამავე თემაზე