2023-05-19 19:34:34
რაღაც შოუ ხო უნდა დაიდგას, კრასკების მისხმა, გინება... იძულებული ვიყავით, 6 ადამიანი დაგვეკავებინა - გომელაური აეროპორტის აქციაზე 

"რაღაც შოუ ხო უნდა დაიდგას, კრასკების მისხმა, გინება... იძულებული ვიყავით, 6 ადამიანი დაგვეკავებინა", - ასე ეხმაურება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აეროპორტთან დღეს დილით გამართულ აქციას და იქ აქტივისტების დაკავებას. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

,,აეროპორტიც ახსენეთ დღეს, რომ... ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა მოქალაქეს, დამცველები ვართ, ხომ ასეა, უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ როგორც ვთქვათ ერთი ჯგუფის, მეორე ჯგუფის, მათ შორის თუნდაც ჩამოსული სტუმრების, ტურისტების და ა.შ. იქ არანაირი პრობლემა არ იყო, მდგარიყვნენ. ადგილი გამოვუყავით, ავტოსადგომი მოვუნახეთ, პირიქით, დავეხმარეთ, გავაჩერეთ, ვუთხარით, აქ დადექით და კი ბატონო, გამოხატეთ, იყვირეთ, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ პოლიციელებს.

არ ვიცი, მემგონი დაიდო კიდევაც, პირდაპირ გინება, საღებავები მიასხეს კიდევ პოლიციელებს, აგერ ფაქტები გვაქვს, თუ გინდათ, მამუკა გამოგიგზავნით მაგასაც. და მემგონი არასწორია ასეთი პოზიცია, პოლიციას რომ აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, 6 ადამიანი დავაკავეთ, გადავიყვანეთ და ხელწერილით სასამართლოში გადავიყვანეთ, არ ვიცი ან გაუშვებენ, ან დააჯარიმებენ. როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენ უნდა შევუშვათ თუ იყო 1 რეისი პირობითად, ავიღოთ, რუსეთიდან ჩამოსული, 4 რეისი ჩამოვიდა იქ, 600 კაცამდე. და უნდა შესულიყვნენ ესენი შიგნით ჩამომსველ ფოიეში და იქ უნდა მოეწყოთ ეს კრასკების მისხმები, ეს უბედურება... 4 რეისი ჩამოვიდა, მათ შორის ევროპიდან, დოჰადან და აღმოსავლეთიდან, ასე ვთქვათ...

ეს რაც მოხდა, რომ იქ მშვიდობიანად მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით, არავინ არავის არ დააკავებდა, თუმცა.. რაღაც შოუ ხო უნდა დაიდგას, კრასკების მისხმა, გინება და რაღაცა მაინც ჩაატარეს და აქედან გამომდინარე, იძულებული ვიყავით, 6 ადამიანი დაგვეკავებინა" - ამბობს გომელაური.  

ამავე თემაზე