2023-05-19 17:05:58
ფრენების აღდგენა საქართველოს მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა - ლიეტუვის საგარეო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა.

ლიეტუვა მოუწოდებს მთავრობას, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაბამისობაში მოვიდეს.

"იმედგაცრუებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.  

ამავე თემაზე