2023-03-21 15:17:26
სი ძინპინმა პუტინი ჩინეთში დაპატიჟა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი  ჩინეთში დაპატიჟა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

"გუშინ, მე დავპატიჟე პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში წელს, მისთვის ხელსაყრელ დროს, რადგან წელს ჩინეთი რიგით მესამე საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს-  "ერთი სარტყელი, ერთი გზა". პრეზიდენტმა პუტინმა წინა ორ ფორუმში მონაწილეობა მიიღო", - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა მიშუსტინთან შეხვედრისას. 

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 21 მარტს ჩავიდა. მის ვიზიტს გამოეხმაურნენ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნებიც, რომლებმაც ჩინეთს მოუწოდეს, გამოიყენოს საკუთარი გავლენა რუსეთზე, რათა შეწყდეს ომი. 

ამავე თემაზე