2023-03-21 15:05:41
ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან? - ხვიჩია

სახელისუფლებო გუნდმა ერთ დღეს პრორუსულ კანონს მხარი დაუჭირა, მეორე დღეს კი უკან წაიღო. ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან  - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არასდროს ყოფილა პრორუსული ხელისუფლება, რომელიც თვითონ აღიარებდა, რომ პრორუსული იყო.

„საქართველოში ყოველთვის ვლანძღავდით ერთმანეთს მიმართვებით: პრორუსო, „კაგებეს" აგენტო და ა.შ. და უცებ, ერთ დღეში გაირკვა, რომ პრორუსობა, თურმე, არც ისეთი დიდი პრობლემაა და შეიძლება მთელმა სამყარომ გვითხრას, რომ პრორუსულია ეს კანონი, მაგრამ მხარი მაინც დავუჭიროთ. დღეს საქართველოს მთავრობა ყველაზე ცუდად გამოიყურება მორალურად. სახელისუფლებო გუნდმა ერთ დღეს პრორუსულ კანონს მხარი დაუჭირა, მეორე დღეს კი უკან წაიღო. ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან ახლა, ამ დროს? სწორედ ეს მიმყარებს მოსაზრებას, რომ შეთანხმებულები არიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ამავე თემაზე