2023-03-17 19:59:08
რუსეთისთვის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით – ზახაროვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით. რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მხარე და არ ეკისრება მასზე ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და დაპატიმრების შესაძლო "რეცეპტები", რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება," - აცხადებს ზახაროვა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები