2023-03-17 16:51:04
სპეცოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება – პესკოვი უკრაინაში გაგზავნილ საბრძოლო თვითმფრინავებზე

სპეცოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება – ასე ეხმაურება, კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი დღეს ნატო-ს წევრების, პოლონეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გაგზავნას.
მისი თქმით, დაპირებული თვითმფრინავები ნატოს წევრების "კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის დონის ამაღლების კიდევ ერთი მაგალითია".
"სპეცოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება. როგორც ჩანს, ყველა ეს ქვეყანა ამგვარად არის დაკავებული ძველი არასაჭირო აღჭურვილობის განკარგვით", - თქვა პესკოვმა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები