2023-03-17 15:02:40
სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ „მიგ 29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავს გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ „მიგ 29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავს გადასცემს. შესაბამისი გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰეგერის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება და უკრაინას თვითმფრინავებს პოლონეთთან ერთად გაუგზავნის.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინელების დაცვას მოემსახურებიან და თავდასხმისთვის არ გამოიყენებენ.
„მიგ 29“-ების სანაცვლოდ, სლოვაკეთმა მოკავშირეებისგან 900 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები