2023-03-16 15:56:16
აშშ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსული ავიაგამანადგურებელი მათ დრონს აზიანებს

აშშ-ის ევროპული სარდლობა შავი ზღვის თავზე, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატისა და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.
ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ რუსული თვითმფრინავები ამერიკულის ჩამოგდებას. კერძოდ, ისინი საწვავს ასხამენ ამერიკულ დრონს.
როგორც აშშ-ის ევროპული სარდლობა აღნიშნავს, ამის შემდეგ უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო იშლება, როდესაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.
შეგახსენებთ, 14 მარტის საღამოს, რუსული სუ-27-ის გამანადგურებელი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, MQ-9 Reaper შეეჯახა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები