2023-02-28 17:25:27
საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს მიხეილ სააკაშვილს, ის არის უკრაინის მოქალაქე და მე ვიბრძოლებ მისთვის - კულება

საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ დაიცავენ მის უფლებებს, ისივე როგორც იმ სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინის პასპორტები აქვთ", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიაში, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობა მეგობრულია, ამას თქმა შეუძლებელია უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე. უკრაინის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელის მტკიცებით, ამის მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რომელსაც, „ნელ-ნელა კლავენ“.

"საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე და მე ვიბრძოლებ მისთვის", - თქვა კულებამ.   

ამავე თემაზე