
კომპანია „მეტაში“, რომელიც „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამს“ აერთიანებს, აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბლოკილ ანგარიშებს უახლოეს მომავალში აღუდგენენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებში ანგარიშები 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, განუსაზღვრელი ვადით დაუბლოკეს.
აღსანიშნავია, რომ „მეტამდე“ ექსპრეზიდენტს დაბლოკილი ანგარიში „ტვიტერმაც“ აღუდგინა, თუმცა დონალდ ტრამპი მიკრობლოგზე ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. მან 2021 წელს საკუთარი სოციალური ქსელი – Truth Social-ი აამოქმედა, სადაც ხუთ მილიონამდე გამომწერი ჰყავს. „ფეისბუქზე“ კი ტრამპს სამი მილიარდი გამომწერი ჰყავდა.
Meta-ს გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა განაცხადა, რომ ახალ დამცავს სისტემას აყენებს და რომ რომ ტრამპს ახლა ემუქრება "გამკაცრებული ჯარიმები განმეორებითი დანაშაულისთვის".
"იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ტრამპი განათავსებს დამატებით დამრღვევ კონტენტს, კონტენტი წაიშლება და მას ერთი თვიდან ორ წლამდე შეუჩერებენ წვდომას, დარღვევის სიმძიმის მიხედვით", - თქვა მან.
