2023-01-24 19:00:17
ომის შედეგად, უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი $138 მლრდ-ს აღწევს

კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას $137,8 მილიარდის ზიანი მიაყენა.

მათივე შესაფესიბით,  2022 წლის ნოემბრის ბოლო შეფასებებთან შედარებით, ზარალის მთლიანი რაოდენობა თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას მასიური თავდასხმების, დაბომბვისა და საომარი მოქმედებების გზით. ომის დროს სულ დაზიანდა ან განადგურდა 149,3 ათასი საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის: 131,4 ათასი კერძო სახლი, 17,5 ათასი საცხოვრებელი კორპუსი და 280 საერთო საცხოვრებელი." – აცხადებენ კიევის ეკონომიკის სკოლის ექსპერტები.

ამავე თემაზე