2023-01-24 18:57:53
ეს ავტომობილი არც პარტიის საკუთრებაა და არც მისი დეკლარირების ვალდებულება გვქონდა - ბეჟაშვილი აუდიტზე

ეს ავტომობილი არც პარტიის საკუთრებაა და არც მისი დეკლარირების ვალდებულება ჰქონდა რომელიმე სუბიექტს, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა ნაჩუქარ ავტომობილთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურის განცხადებას.

ბეჟაშვილის თქმით, პარტიის ფინანსები გამჭვირვალეა და აუდიტის სამსახური ყველაფრის საქმის კურსშია.

"ეს ავტომობილი არც პარტიის საკუთრება არის და არც მისი დეკლარირების ვალდებულება ჰქონდა რომელიმე სუბიექტს...ამიტომ ეს ხმაურიანი განცხადება აუდიტის სამსახურის დარჩება რეაგირების გარეშეც საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, რადგან კანონდარღვევასთან არანაირს კავშირში არ არის. არ არსებობს არანაირი დოკუმენტი და მტკიცებულება, არც ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ ეს მანქანა პარტიის საკუთრება ყოფილიყო ოდესმე" - აცხადებს ბეჟაშვილი.

ამავე თემაზე