2023-01-24 18:30:30
არცერთი თვითმფრინავი რუსეთის მხრიდან არ გამოფრინდება პოლიტიკური დატვირთვის გარეშე - ვაშაძე

რუსეთისთვის ფრენების მიმოცვლა, ნებისმიერი მსგავსი საკითხი, იყო ხოლმე მათი გეოპოლიტიკური იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის, განცხადებას.

"თუ ვინმე მეტყვის, რომ ამ ფრენების აღდგენა, უბრალოდ თვითმფრინავების მიმოცვლაა, მე მათ ყველას ვეტყვი, რომ მეგობრებო, ასეთი პატარა ბავშვები არ უნდა ვიყოთ. რუსეთისთვის ყოველთვის ფრენების მიმოცვლა, ნებისმიერი მსგავსი საკითხი, იყო ხოლმე მათი გეოპოლიტიკური იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. კასიანოვი რაში მაინტერესებს, მე ვხედავ საფრთხეებს. არცერთი თვითმფრინავი რუსეთის მხრიდან არ გამოფრინდება პოლიტიკური დატვირთვის გარეშე და არცერთი თვითმფრინავი აქედან არ გაფრინდება, კონკრეტული დატვირთვის გარეშე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე