2023-01-24 18:10:07
"აფხაზეთსა და საქართველოსთან საზღვაო მიმოსვლის დასაწყებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს" – სოჭის პორტი

სოჭის ნავსადგურის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორის, იური ვლადიმიროვის განცხადებით, "მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოში და აფხაზეთში სამგზავრო გემის ტრანსპორტირების დაწყებისთვის". 

"ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ [სამგზავრო ტრანსპორტი] გაიხსნება აფხაზეთში და საქართველოში. მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს. მიზანი არის, [ტრანსპორტირება] ზაფხულში დავიწყოთ", - ამბობს რუსულ მედიასთან ინტერვიუში ვალდიმიროვი.

მისივე თქმით, სოჭიდან საქართველოს მიმართულებით მარშრუტი ბათუმის პორტში შესრულდება. 

სოჭის ნავსადგურის დირექტორი განმარტავს, რომ ახალი საზღვაო მარშრუტების დამატება დიდი მოთხოვნის გამო გადაწყვიტეს. 

"საზღვაო გზით სამგზავრო გადაყვანის ახალ მარშრუტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით განვითარება", - თქვა პორტის დირექტორმა.

ამავე თემაზე