2023-01-24 17:16:47
სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ და ასეთ შემთხვევაში დაგვჭირდებოდა არამხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც –კობახიძე

კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეულები ვართ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ კასიანოვს მოქალაქეების ევაკუაცია, თუ ბუკებს გავაგზავნიდით, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

„სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ასეთ შემთხვევაში დაგვჭირდებოდა ჩვენ არამხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. მოვისმინეთ კასინოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ეს არის ამ რიტორიკის გაგრძელება. ფრენების აღდგენას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებასთან, ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეს ყველაფერი იყო სამარცხვინო სპეკულაციები და კასიანოვის დღევანდელი განცხადებაც არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამავე თემაზე