2023-01-24 17:11:10
უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ქვეყნის – მოვუწოდებთ ქვეყნებს ტანკების მიწოდებისკენ – ბერბოკი

ვაღიარებ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ქვეყნის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს ტანკების მიწოდებისკენ, – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი.

ბერბოკი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებაა. მისი თქმით, საჭიროა არა ერთმანეთის დადანაშაულება, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა.

"დიახ, ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ასევე გვჭირდება მეტი ჰუმანიტარული მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის დაკისრება [რუსეთის ხელმძღვანელობისთვის]", - განაცხადა ბერბოკმა.

ამავე თემაზე