2023-01-24 16:56:22
უკრაინას წინსვლისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღება სჭირდება – აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ავრილ ჰაინსის განცხადებით, უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღება წინსვლისთვის, რათა გააგრძელონ ის, რასაც აკეთებენ გმირულად.

"ეს არ არის ჩიხი. სინამდვილეში, ეს არის მკვეთრი კონფლიქტი, სადაც ფაქტობრივად, ყოველ ას მეტრში არის ბრძოლა ფრონტის ხაზზე. უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღება წინსვლისთვის, რათა გააგრძელონ ის, რასაც აკეთებენ გმირულად", - თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.

ამავე თემაზე