
"ექსპერტმა პირდაპირ, ცალსახად თქვა, რომ აღნიშნული პრეპარატები, აღნიშნული დოზებით, მიმაჩნია სასიკვდილოდ", - ამბობს გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი.
მისივე განცხადებით, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, 20 დღის განმავლობაში, მის შვილს გაუკეთდა 567 ამპულა ფენტანილი, 211 ამპულა მიდაზოლანი, მორფინი, კეტამინი, პროკოფოლი, ფაროპელიდოლი და სხვა ანტიბიოტიკები.
,,ექსპერტმა ბოლოს აი ამ კითხვის საფუძველზე, აქ არის მაგალითები მოყვანილი და ანოტაცია, თუ ყოველდღიურად რამდენჯერ უკეთდებოდა აღნიშნული პრეპარატები, პირდაპირ დაწერა - ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ნორმალური, ჯანმრთელი ორგანიზმი აღნიშნული პრეპარატების ამ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა. გამოიწვევდა სასუნთქ გზებზე გართულებას, სუნთქვის გზების დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს. ეს არის ექსპერტის პირდაპირი მოსაზრება.
ამოიღო გამოძიებამ და 567 აბი ფენტალინი აღმოჩნდა. ეს თქვენ გგონიათ, არ იციან ექიმებმა? მაგრამ, თუ რომელიმე ექიმს შერჩენია ღირსება, ჩაიხედონ თავიანთ სარკეში და თქვან სიმართლე", - ამბობს ოჯახი.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მაშინ ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დასახელდა, თუმცა ოჯახის განმარტებით, საავადმყოფოში შეყვანის დროს, ჩარკვიანს ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.

