2023-01-20 18:50:59
გერმანია მზად არის, სწრაფად იმოქმედოს, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ უკრაინაში ტანკების გაგზავნის საკითხზე - პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, სწრაფად იმოქმედოს, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ უკრაინაში ტანკების გაგზავნის საკითხზე.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უარყო განცხადებები, რომ რომ გერმანია უკრაინაში ტანკების გაგზავნის მომხრე ქვეყნების გაერთიანებულ კოალიციას გზაზე უდგას.
„არსებობს საფუძვლიანი მიზეზები [ტანკების] მიწოდებისთვის და არსებობს საფუძვლიანი მიზეზები ამის წინააღმდეგ. ომის საერთო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ძალიან საფუძვლიანად უნდა განვიხილოთ და ამ შეფასებას ცალსახად იზიარებს ბევრი მოკავშირე“, - აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები