2023-01-20 18:14:55
რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის – გახარია ლავროვის განხადებაზე

რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის – ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი.

"რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი", - წერს გახარია Twitter-ზე.

ამავე თემაზე