2023-01-20 15:50:22
დნიპროს მერის თქმით, მოძმე ქალაქი ქუთაისიდან დნიპროს დახმარება არ მიუღია

უკრაინის ქალაქ დნიპროს მერი ბორის ფილატოვი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მათ ამ დრომდე ქუთაისიდან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. მან ქუთაისს დნიპროს მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა.

ფილატოვის თქმით, დაძმობილებული ქალაქები დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შემდეგ დახმარებას უგზავნიან.

"ჩვენ დახმარებას გვთავაზობენ ჩვენი მოძმე ქალაქები, კიოლნი, იაპონიის ოსაკა, სლოვაკეთის ჟილინა და არის სურვილი დაეხმარონ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. ჩვენ ველით, რომ მათ გადაერიცხებათ თანხა თუ ჩვენი ესმით, სამწუხაროდ, ჩვენ მოძმე ქალაქთან ქუთაისთან დავკარგეთ ომში კავშირი. ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან" - აცხადებს ფილატოვი.

ამავე თემაზე