2023-01-05 14:38:57
პრინცი ჰარი ძმას, პრინც უილიამს ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს - Guardian

პრინც ჰარის მტკიცებით, ძმამ, პრინცმა უილიამმა მასზე ფიზიკურად იძალადა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს.

Guardian-ის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰარი საკუთარ წიგნში აღწერს, რომლის გამოცემაც შემდეგი კვირისთვის იგეგმება.

შემთხვევა 2019 წელს, ლონდონში, სამეფო ოჯახის სახლში მოხდა. როგორც ჰარი იხსენებს, ყველაფერი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რომლის დროსაც პრინცი უილიამი ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს „უხეშ“ და „რთულ“ ადამიანად მოიხსენიებდა.

„დაპირისპირება მალე გამწვავდა, როცა უილიამმა საყელოში ხელი წამიჭირა, ყელსაბამი ჩამომგლიჯა და იატაკზე დამაგდო. მე ძაღლის საჭმელ თასზე დავეცი, რომელიც ჩემი ზურგის ქვეშ გატყდა, ნატეხები კი ზურგში შემერჭო. ცოტა ხანი ზედ ვიწექი, გაბრუებული. შემდეგ ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი რომ გასულიყო“, - წერს ჰარი.    

ამავე თემაზე