2022-12-21 11:20:46
გადავდგები, როგორც კი ვიპოვი საკმარისად სულელს ამ თანამდებობის დასაკავებლად - მასკი

გამოკითხვის შედეგების შემდეგ ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას დატოვებს - მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იპოვის "სულელს, რომელიც ამ სამსახურს დათანხმდება".

"გადავდგები ხელმძღვანელის თანამდებობიდან, როგორც კი ვიპოვი იმ სულელს, რომელიც დათანხმდება ამ სამსახურს. ამის შემდეგ მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების გუნდების ხელმძღვანელად დავრჩები", - დაწერა მასკმა ტვიტერზე.

19 დეკემბერს მას გამოკითხვა ჰქონდა ტვიტერზე, უნდა დარჩენილიყო თუ არა მის მიერ ნაყიდი სოციალური ქსელის ხელმძღვანელად. 

ამავე თემაზე