2022-12-05 17:49:32
„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების საკითხი დახურული არ არის“ - დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების საკითხი, სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე დახურული არ არის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მოლაპარაკებები ქვეყნებთან შეჩერებული აქვს, თუმცა მიდის მუშაობა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ახალი მოდელის შემუშავებაზე.

„აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობა იცით, რომ მიმდინარეობს, თუმცა ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან შეჩერებული აქვს, შესაბამისად მარტივი არ არის რომ ეს საქართველოსთან მოხდეს, მაგრამ საქართველოს აშშ-სთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს და ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რაც ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან (USTR) შეხვედრის დროსაც აღნიშნული იყო და განიხილება განსხვავებული მოდელები, ანუ ახალი პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობა. ეს ერთეული ქვეყნებია, მათ შორის ბრიტანეთი, საქართველო და ა.შ. ეს რთული პროცესია, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხი დახურული არ არის და ღიაა“, - განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე