2022-11-24 18:08:19
ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო - კალაძე

ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შეძლონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

“ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო. თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენზე არაა დამოკიდებული. ეს ვიცით ვისზეა დამოკიდებული და ისიც გვახსოვს, როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა ამას. ვისმენდით მხოლოდ გაურკვეველ განმარტებებს, რომ თითქოს ადგილმდებარეობას გვიწუნებდნენ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება”,- განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე