2022-11-24 17:46:52
საქსტატის ცნობით, საქართველოში ჩამოსული და 1 წლით მცხოვრები პირები საზღვარგარეთ ძირითადად საყიდლებისთვის მიდიან

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ჩამოსული და აქ 1 წლის განმავლობაში მცხოვრები პირები საზღვარგარეთ ძირითადად საყიდლების მიზნით წავიდნენ - რეზიდენტი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, საკვლევ პერიოდში, საყიდლებისთვის ქვეყანა 232,6 ათასმა რეზიდენტმა ვიზიტორმა დატოვა.

მეგობრების ან ნათესავების მოსანახულებლად ქვეყნიდან გავიდა - 115,5 ათასი რეზიდენტი ვიზიტორი;

პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობისთვის - 82,5 ათასი;

დასვენების, გართობის ან რეკრეაციის მიზნით - 76,8 ათასი;

მკურნალობა, გაჯანსაღებისთვის - 12,1 ათასი;

სხვა მიზნით - 12,4 ათასი.

საერთო ჯამში, 2022 წლის მესამე კვარტალში, სხვა ქვეყნებში ვიზიტი საქართველოს 531,8 ათასმა რეზიდენტმა ვიზიტორმა განახორციელა.

მათგან, ვიზიტორების უმრავლესობა ეწვია თურქეთს -  314,5 ათასი ვიზიტორი და რუსეთს - 79,4 ათასი ვიზიტორი. 

ამავე თემაზე