2022-11-24 16:06:03
ვინ გაიმარჯვებს, ამას არ აქვს მთავარი მნიშვნელობა. მთავარი არის, რომ გაჯანსაღდეს პარტია - ბოტკოველი

არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, ამას არ აქვს მთავარი მნიშვნელობა, მთავარი არის, რომ გაჯანსაღდეს პარტია, მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება და ხატიასაც აქვს უფლება, თავისი მოსაზრება გამოთქვას. რატომ მქონდა სურვილი, რომ პარტიაში დანიშნულიყო არჩევნები? დამატებითი ლეგიტიმაციის საშუალება მიეცემა პარტიას და თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ხმა უნდა მისცენ ჩვენმა მხარდამჭერებმა. ვინ გაიმარჯვებს, ამას არ აქვს მთავარი მნიშვნელობა. მთავარი არის, რომ გაჯანსაღდეს პარტია. მე მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს“, - განაცხადა ბოტკოველმა.  

ამავე თემაზე