2022-11-24 15:47:35
 კარგია ტონი, შინაარსი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი - ხოშტარია 

„დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას განცხადებით, დასაფასებელია, როგორც საუბრობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ გადამწყვეტი არის მოქმედება.

„მართლმსაჯულების რეფორმის ყველაზე მთავარი და მარტივი ტესტი, მათ შორის ევროპაში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივის მთავარი მარტივი ტესტი, რომლის ჩაბარება შეგვიძლია, არის პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა გვარამიას შეწყალება, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გამგზავრება. აქ როლი, ფუნქცია და შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს. ის საუბრობს ძალიან სწორად უკრაინაზე, ევროპულ პერსპექტივაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოქმედებს. კარგია ტონი, შინაარსი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, კარგია, რომ მისი პოზიციაა, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ არ უნდა იყოს ამ დღეში სააკაშვილი, ეს დასაფასებელია, ბევრი ამასაც არ შვება, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი. სასამართლო რომ არ გვაქვს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, სააკაშვილთან მიმართებაშიც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო რომ გვქონდეს, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა შეწყალების აუცილებლობა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი აქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“.   

ამავე თემაზე