2022-11-24 15:27:07
დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს - ჯიკარიანი

ცენტ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.  

"ცენტრი "ემპათია"-ს განცხადება, მიხეილ სააკაშვილის დასკვნასთან დაკავშირებით: ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს" წერს ჯიშკარიანი.   

ამავე თემაზე