2022-11-24 15:17:56
რაც არ უნდა მოიმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის ჭაობიდან ვერ ამოვა - მათიკაშვილი

რაც არ უნდა მოიმოქმედოს ჭაობში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, ის ჭაობიდან ვერ ამოვა - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა. მათიკაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ მუშტი-კრივამდე მისული ურთიერთობები გამოწვეულია იმით, თუ ვინ დაეუფლება იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც პარტიაში დავით კეზერაშვილის მხრიდან იღვრება.

“პარტიაში ვითომ ახალი სახეების შეყვანით, ამ რადიკალურ დაჯგუფებას პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი არ გააჩნია. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა და პარტიის წინსვლა ერთმანეთთან იყოს თავსებადი?! ამ კითხვაზე პასუხი პარტიის წევრებისათვის მიმინდვია. დაპირისპირების მიზეზი ის "შავი ფულია", რომელიც ოლიგარქ დავით კეზერაშვილისგან მომდინარეობს. შიდა კლანური დაპირისპირებები და მუშტი-კრივამდე გადასული ურთიერთობები ამ თემებით არის გამოწვეული. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ჭაობში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, ის ჭაობიდან ვერ ამოვა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე