2022-11-24 15:05:52
თუ ,,ნაციოანლური მოძრობის" ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება - დავითულიანი

თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. დავითულიანის შეფასებით, „დღეს „ნაციონალური მოძრაობა" თავს ინადგურებს“.

„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულდეს - თუ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია დარჩება, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილის კანდიდატობა ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამავე თემაზე