2022-11-24 14:51:36
ქუთაისში ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა.  ის სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა. 

კვლევების შედეგად პაციენტს ცოფი არ დადასტურდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ჩატარებული აცრების გამო ცოფი, შესაძლოა, ანალიზებში არ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

ამავე თემაზე