2022-11-24 14:42:49
დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე – ლეიენი

დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალური ფასის ლიმიტს G7-თან და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს", - განაცხადა ლეიენმა.

ამავე თემაზე