2022-11-24 14:30:51
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 78 სარაკეტო და 23 საავიაციო იერიში განახორციელა – გენშტაბი 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 78 სარაკეტო და 23 საავიაციო იერიში განახორციელა, კიევის 70 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დასახლებული პუნქტების და საჯარისო შენაერთების პოზიციების წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 70-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი სახლების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსმა სამხედროებმა კიევის, ვინიცის, ლვოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში 67 ფრთოსანი რაკეტა და 10 უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს.

როგორც გენშტაბი იუწყება, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 51 რაკეტა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსეთის თავდასხმები დონეცკის ოლქის ანდრეევკას, ბახმუტის, კლიშჩიევკას, კრასნოგოროვკას, მარინკას, ოზარიანოვკას, ოპიტნოეს და იაკოვლევკას დასახლებებში მოიგერიეს.

ამავე თემაზე