2022-11-24 09:57:40
ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციასა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტს. 

ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროექტები „საკმარისად დამუშავებული არ არის და არსებული სახით, მზად არ არის, ამ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს“.

პრემიერმა ხელმოწერაზე უარიც განმარტა და აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს აზერბაიჯანის „აგრესიას“.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა.

ამავე თემაზე