2022-11-18 19:47:39
მათი სიტყვები კრემლის სახელმძღვანელოდან ამონაწერს ჰგავს - დეგნანი "ხალხის ძალას" პასუხობს

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ივანიშვილის დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით "საკუთარ აგენტურას" აფინანსებს. მათ ასევე მოითხოვეს, NGO-ების დაფინანსება "მკაცრ საკანონდებლო ჩარჩოებში" მოექცეს.

"რაც შეეხება არასამთავრო ორგანიზაციების შეზღუდვის წინადადებას, ეს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან ამონაწერს ჰგავს. ეს არის ის, რასაც რუსეთში ვხედავთ. არ მგონია, ეს ის იყოს, რისთვისაც ქართველები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მიისწრაფოდნენ, დაუბრუნდნენ ასეთ ჩაგვრას",- თქვა დეგნანმა. 

ამავე თემაზე