2022-11-18 15:49:57
ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, ამას აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ სანქციებს - კობახიძე

ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით და ამისათვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციებს, კერძოდ აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის მიღებასაც "ევროპის სახალხო პარტია"  გეგმავს. 

,,საზოგადოებისთვისაც არ არის ასეთი დოკუმენტი საინტერესო. ესენი არიან დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და ასეთ დროს მთავარია სამართლის უზენაესობა და არა ვიღაცის უსაფრთხო შეფასება. 
ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით. ანუ, ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით და ამისათვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციებს, კერძოდ აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე. მე მგონი, ამას აჯობებს, რომ კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს,"- თქვა კობახიძემ.  

ამავე თემაზე