2022-11-18 15:09:29
ვაშაძე არის მოღალატე, ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს, ზურაბ ჯაფარიძე კი, არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს - კობახიძე

ვაშაძე არის მოღალატე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მისი თითოეული ნაბიჯი მოღალატეობრივია და ეს მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას ეხება, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა იგულისხმება „ორმაგ აგენტში“, რაც პრემიერ-მინისტრმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს უწოდა. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის მიერ დასმული კითხვის ფორმა და შინაარსი ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა პრემიერმა „სათანადო, ძალიან ღირსეული პასუხი“ გასცა.

კობახიძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სამარცხვინო ადამიანები არიან.

„რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, მაგალითად ერთ-ერთი არის ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის ოფიციალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუსულ რუბლს იღებს. ასევე არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს. ნუ, რაც აჩვენეს 2008 წელს რუსებს, იგივეს აჩვენებს საზღვარზე. სამარცხვინო ხალხი არიან ეს ადამიანები და რეალურად, ეს აჩვენებს მთლიანად ამ „ტროიკის“ სახეს.

ვაშაძე არის მოღალატე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მისი თითოეული ნაბიჯი მოღალატეობრივია და ეს მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას ეხება, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. მე არ მგონია, რომ ამას ისინი დავალების გარეშე აკეთებენ,“ - განაცხადა კობახიძემ.

 

ამავე თემაზე