2022-09-29 12:33:00
ცნობილი რეპერი Coolio გარდაიცვალა 

ცნობილი 90-იანი წლების რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლოს ანჯელესში იმყოფებოდა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არაა.

როდესაც დაუკავშირდა CNN-ს შესაბამის უწყებაში უთხრეს, რომ ღამით, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ექიმები გამოიძახეს სახლში, ადგილზე ჯგუფს უკონტაქტო კაცი დახვადთ, ექიმები 45 წუთის განმვლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას.

 Coolio ცნობილი გახდა ისეთი ჰიტებით, როგორიცაა "Gangsta's Paradise" და "Fantastic Voyage". მისი რეპ კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და მან პოპულარობა ანდერგრაუნდ სცენაზე მოიპოვა. Los Angeles Times-სთან 1994 წელს მიცემულ ინტერვიუში რეპერი ამბობდა:

"მე არ ვეძებდი კარიერას, ვეძებდი განწმენდის გზას - გზას ნარკომანიისგან თავის დასაღწევად. ეს მომკლავდა და ვიცოდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი".

კარიერის განმავლობაში კულიომ გაყიდა 17 მილიონზე მეტი ჩანაწერი.   

ამავე თემაზე